სააღმზრდელო პროცესი 23 იანვარს განახლდება

16 იანვარი 2017, 00:00 1351 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 იანვარს განახლდება. საახალწლო არდადეგები გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო.  რეგიონში 30 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელიც 7 390 აღსაზრდელზეა გათვლილი. მიმდინარეობს კიდევ 2 ბაღის მშენებლობა.

ამავე კატეგორიაში