ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ

19 სექტემბერი 2022, 09:59 674 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში დღეს გაიმართება. დედოფალს უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.

ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ლიდერი დაესწრება. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ვანგ ქიშანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ენტონი ალბანეზი და ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯასინდა არდერნი. ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში