აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება - ჯო ბაიდენი

19 სექტემბერი 2022, 10:14 584 ნახვა

აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინის ქმედებებს უკრაინაში "ბარბაროსობა" უწოდა. 

"უკრაინა, იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ, წარმოუდგენელი სიმამაცითა და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით, არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა, რომ იქნებოდა. მაგრამ ომის მოგება, ზიანი, რომელსაც ის აყენებს, მოქალაქეები და უდანაშაულო ხალხი იღუპებიან, საშინლად რთულია ამის გამარჯვებად ჩათვლა. რუსეთმა რაც გააკეთა, იყო ბარბაროსობა. მისი თავდასხმები ყველაფერზე, სამოქალაქო საავადმყოფოებიდან, მოგეხსენებათ, მოხუცებულთა სახლებამდე, იმ უბნებზე, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში