ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა გამოცემებმა დადებითად შეაფასეს 

19 სექტემბერი 2022, 10:24 1336 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლიმ'' გასვლაზე ''მილანი'' 1-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა. იტალიურმა გამოცემებმა კი კვარცხელიას თამაში დადებითად შეაფასეს და საშუალოდ 7 ქულა დაუწერეს.

"La Repubblica" - ''ორი მცველი გააფრთხილებინა და პენალტი მოიპოვა". ამ გამოცემამ ხვიჩას 7,5 ქულა დაუწერა.

"Calciomercato" - '' მილანელთა დაცვის ნომერ პირველი საფრთხე. კვვარცხელიამ ჯერ კიეაერი შემდეგ კი კალაბრია გააფრთხილებინა, ხოლო დესტთან პენალტი მოაპოვებინა'' - 7 ქულა.

გამოცემებმა "Corriere Della Sera-მ Eurosport"-მ და "Mediaset"-მა ხვიჩას თამაში ასევე 7 ქულით შეაფასა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში