უკრაინის აღმოსავლეთში მასობრივი სამარხებია ნაპოვნი

19 სექტემბერი 2022, 11:43 457 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინაში დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივი სამარხების გათხრა გრძელდება.  ოფიციალური კიევის განცხადებით, იზუმის მახლობლად ტყეში 440 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება, სამარხებთან  დაღუპულთა ნათესავებიცაა შეკრებილი.  მათი ინფორმაციით,  მასობრივ სამარხებში ნაპოვნი ადამიანების ნაწილი   საჰაერო იერიშების  შედეგადაა დაღუპული. უკრაინის პრეზიდენტმა   შაბათის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იზიუმში იპოვეს მასობრივი სამარხი, რომელშიც 17 ჯარისკაცის ცხედარი იყო, რომელთაგან ზოგიერთს, მისი თქმით, წამების კვალი  აღენიშნება.  მასობრივი სამარხების აღმოჩენასთან დაკავშირებით კრემლში  კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა  მანამდე მოსკოვმა არაერთხელ უარყო მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისა და   ჩადენილი სისასტიკის ფაქტები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში