სირიაში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

19 სექტემბერი 2022, 13:12 501 ნახვა

ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, „გრინ ვილიჯის“ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას აშშ-ს  ცენტრალური სარდლობა ავრცელებს და აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ ისროლა აშშ-ს ბაზის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით 107 მილიმეტრიანი 3 რაკეტა ისროლეს. აშშ-ის ან კოალიციური ძალების პირად შემადგენლობას და აღჭურვილობას ზიანი არ მიყენებია.

ბაზიდან 5 კილომეტრის დაშორებით კი მეოთხე რაკეტა და დანარჩენი სამი რაკეტის გამშვები დანადგარები იპოვეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში