გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

19 სექტემბერი 2022, 17:15 605 ნახვა

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი მეკარე ესპანური გუნდის ღირსებას 2027 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"ვალენსია" უკვე ჩემი ნაწილი გახდა. ამბობენ, რომ მეკარედ თამაში განსაკუთრებული რამ არის, თუმცა განსაკუთრებული ''მესტალიაზე'' თამაშია. მე გიორგი მამარდაშვილი ვარ და ''მესტალია'' ჩემი სახლია," - განაცხადა მამარდაშვილმა.

21 წლის გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა და კლუბის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში