ქუთაისში, შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა

20 სექტემბერი 2022, 11:49 651 ნახვა

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბანკზე თავდასხმა მოხდა.

მოქალაქეების თქმით, ბანკში სავარაუდოდ შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკში, რამდენი პირი ჰყავს მძარცველს მძევლად აყვანილი და რა მოთხოვნები აქვს მას.

შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.

მასალა განახლებადია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში