საწვავის ხარისხის კვლევა

20 სექტემბერი 2022, 11:52 763 ნახვა

საწვავის ხარისხის კვლევა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის  და დიზელის საწვავის 50-50 ერთეული სინჯი აიღეს. უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს ხარისხობრივ ნორმებს, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 ლარით. ლაბორატორიული პასუხები 30 დღეში გახდება ცნობილი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში