სოციალურ ქსელში "საქართველოს ბანკიდან" მძევლის ვიდეო ვრცელდება

20 სექტემბერი 2022, 12:55 1389 ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მძევლად აყვანილი პირი მძარცველის მოთხოვნებს აჟღერებს.

პირი ამბობს, რომ ქუთაისის ფილიალში შეჭრილი შეირაღებული პირი, სამ საათში ორ მილიონ დოლარს ითხოვს. თავად მძარცველი არ ჩანს, თუმცა ისმის მისი ხმა, როგორ სთხოვს მძევალს მისი მოთხოვნა გაავრცელოს.

კადრში ჩანს ნიღბიანი პირი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია. მაგრამ მისი სახის იდენტიფიცირების მოხდენა შეუძლებელია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში