ბანკში შეიარაღებული პირი ახალ მოთხოვნებს აყენებს

20 სექტემბერი 2022, 14:04 1050 ნახვა

შეიარაღებული მძარცველი ახალ მოთხოვნებს აყენებს. ის მოთხოვნებს ისევ მძევლების მეშვეობით სოციალური ქსელით ავრცელებს.

შეიარაღებული პირი ითხოვს: 2 მილიონ დოლარს, ვერტფრენს ბანკის წინ, რუსულ დროშას და ანკესს.

,,საქართველოს ბანკის" შენობასთან, სადაც სპეც ოპერაცია მიმდინარეობს, მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები იმყოფებიან.

"ჩემი შვილი არის მძევლად აყვანილი. რამდენია დამნაშავე არ ვიცი. მე პოლიციას და მთელ საქართველოს ვთხოვ ჩემი შვილი გადამირჩინოს. ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ შემოსულია ყაჩაღი და მძევლად ვარო,"- ამბობს ერთ-ერთი მძევლის მამა ზაზა სანებლიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად 12 ადამიანი რჩება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს, რომ შეირაღებული მძარცველს ტანზე ასაფეთქებელი აქვს დამონტაჟებული. თავად მძარცველი ამბობს, რომ ასაფეთქებელს წამზომი აქვს ჩართული.

შეირაღებული პირი ბანკში დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში