ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროცესი

20 სექტემბერი 2022, 14:55 876 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტი, რომელიც ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება 2 მონაკევთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. ხულო-ზარზმის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე გზის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 95 მილიონ 689 302 ლარია. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში