გაეროს გენერალური ასამბლეა

20 სექტემბერი 2022, 14:58 655 ნახვა

ორშაბათს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 77-ე სესიამ მუშაობა  დაიწყო. იგი ეძღვნება ორგანიზაციის მუშაობის  გრძელვადიან პროგრამას სახელწოდებით-მდგრადი განვითარების მიზნები. თუმცა  მომხსენებლებმა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ჩათვლით, ყურადღება უფრო მეტად საერთასორისო კრიზისებზე გაამახვილეს.”კონფლიქტები და კლიმატური კატასტროფა, უნდობლობა და განხეთქილება, სიღარიბე, უთანასწორობა და დისკრიმინაცია, სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების  ზრდა, უმუშევრობა და შემოსავლების შემცირება-ასეთი საფრთხეების ფონზე მართებულია ჩვენი გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები ერთ მხარეს დავაყენოთ, თუმცა  განვითარება ვერ მოითმენს“ - განაცხადა გუტერეშმა საერთაშორისო გამოწვევებზე საუბრისას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში