შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონებთან

20 სექტემბერი 2022, 14:58 1289 ნახვა

ჩეხეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატი შოტოკან კარატეში უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის აჭარის კარატეს ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ თამარ ცინცაბაძე, გიგი ბაკურიძე, ლუკა შანთაძე, საბა სურმანიძე და პარა-კარატისტი ჯონი თოფურია. ვიცე-ჩემპიონის ტიტული გიგი ქედელიძემ, გოგა გვიანიძემ და დავით ვერძაძემ მოიპოვეს. ნიკოლოზ გოგუაძე, გიორგი მიქაძე და ტანია ქოროღლიშვილი ბრინჯაოს დასჯერდნენ. დღეს მსოფლიო ჩემპიონებსა და პრიზიორებს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და გამარჯვება მიულოცეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში