ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ დონბასსა და ლუჰანსკში

20 სექტემბერი 2022, 19:34 549 ნახვა

გავლენიანი რუსი დეპუტატი მოითხოვს რამდენიმე დღეში ან თუნდაც საათში მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის პრორუსულ დონბასის რეგიონში რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ უკრაინის ხელისუფლებას კიევის ხუნტა უწოდა და იგი წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულა. მანამდე უკრაინის დონეცკის რეგიონის სეპარატისტმა ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა, მეზობელ ასევე სეპარატისტულ ლუგანსკის რეგიონის ლიდერს რუსეთთან გაერთიანების შესახებ  რეფერენდუმის მოსამზადებლად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა. დღესვე უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მარიონეტმა ხელმძღვანელობამ ასევე გადაწყვიტა რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში