პროტესტი ირანში ქალთა უფლებების დარღვევაზე

20 სექტემბერი 2022, 19:34 655 ნახვა

ბერლინში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ირანში 22 წლის მაჰსა ამინის მიმართ პოლიციის მხრიდან გამოყენებული  ძალადობა დაგმეს. აქციაზე ქალმა დემონსტრანტებმა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის  სასიკვდილოდ ნაცემი მაჰსა ამინის სოლიდარობის  ნიშნად თმები შეიჭრეს.  „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“ და „ძირს ისლამური რესპუბლიკა,სიკვდილი ხამენეის“-ამ ლოზუნგებს სკანდირებდნენ მომიტინგეები  სპარსულ და ქურთულ ენებზე. აქციაში, რომელიც ირანელი ქალების მხარდამჭერი ჯგუფის „თქვი ხმამაღლა“ ორგანიზებული იყო, 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ქურთი, ირანელი  და გერმანელი ქალები. მაჰსა ამინის გარდაცვალებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც ის დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.  პოლიციის განცხადებას არ ეთანხმება გარდაცვლილის მამა, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი  მაჰსა ამინის  საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში