ბანკზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ

21 სექტემბერი 2022, 11:29 741 ნახვა

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალს, სადაც ყაჩაღობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მუშაობა არ განუახლებია. თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. შეიარაღებული პირი ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ფილიალში გუშინ შეიჭრა.  მთავარი მოთხოვნის 2 მილიონი ლარის მისაღებად თავდამსხმელმა 14 პირი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციამ ისინი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამამდე გაგრძელდა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში. ასევე მოწმეთა გამოკითხვაც. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, საუბარია ტერორიზმზე, მძევლების აყვანასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში