ბიუროს სხდომა

16 იანვარი 2017, 00:00 1767 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეკვეცასა და დირექტორის უფლებამოსილების გაზრდაზე კანონპროექტი მომზადდება. ცვლილებებზე ის სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნება. კანონპროექტის ავტორების აზრით, ტელევიზიის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა სამეურვეო საბჭოს საკუთარი ინიციატივით არ უნდა შეეძლოს, რადგან მათი აზრით, ეს ხელმძღვანელ ორგანოთა შორის ბალანსს არღვევს და დირექტორის უფლება-მოვალეობებს უკიდურესად ზღუდავს. “მიზანშეწონილია, რომ დირექტორს მიეცეს მოქმედების თავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში,” –დასკვნას ხელს ეკა ბესელია აწერს.

ამავე კატეგორიაში