უკრაინაში ომი იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში დაბრუნებაა-მაკრონი

21 სექტემბერი 2022, 11:31 555 ნახვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრა იმპერიალიზმისკენ დაბრუნებაა-ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომი. მაკრონი მათ,  ვინც ამ კონფლიქტში დუმილს  და ნეიტრალიტეტს ამჯობინებენ, რუსეთის მიერ გლობალური წესრიგის ნგრევას უწყობენ ხელს.  საფრანგეთის პრეზიდენტის  თქმით, ომი ძირს უთხრის გაეროს ორგანიზაციის მთავარ პრინციპს, მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობას. ემანუელ მაკრონმა გენერალური ასამბლეის წევრებსა და უშიშროების საბჭოს მოუწოდა  მხარი დაუჭირონ ყველაზე ძვირფას საერთო სიკეთეს - მშვიდობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში