ფრონტის ხაზზე ინიციატივა უკრაინის მხარეზეა-ზელენსკი

21 სექტემბერი 2022, 11:31 679 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის. ზელენსკიმ ეს განცხადება საღამოს  ვიდეომიმართვაში მას  შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის ოკუპირებული  4 რეგიონის სეპარატისტმა ლიდერებმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადეს, რამაც  შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს ომი. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს იმისათვის, რომ მათ  პრინციპულად და მტკიცედ დაგმეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების გეგმები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში