სტამბოლში პოლიციამ ირანელ დემონსტრანტთა აქცია დაარბია

21 სექტემბერი 2022, 14:41 591 ნახვა

სტამბოლში ირანელი დემონსტრანტების ჯგუფმა  ირანის პოლიციაში  22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეებმა დაგმეს ირანში  ქალების მიმართ პოლიციის ძალადობა. საპროტესტო მსვლელობის აღსაკვეთად თურქულმა  სპეცრაზმმა ქუჩა  გადაკეტა და  დემონსტრანტები დაარბია. ირანის ქურთისტანის პროვინციის მკვიდრი  მაჰსა ამინი  კომაში მას შემდეგ  ჩავარდა, რაც ირანის ზნეობის პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად იძალადა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ  მთელი ქვეყნის მასშტაბით მღელვარება და პროტესტი  გამოიწვია.   პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონას  ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებას არ ეთანხმება გარდაცვლილი ქალის მამა და შვილის  სიკვდილზე პასუხისმგებლობას პოლიციას აკისრებს. მაჰსა ამინის გარდაცვალების პროტესტის ნიშნად ბერლინში საპროტესტო აქციაზე ქალებმა თმები შეიჭრეს. მასშტაბური დემონსტრაციები გრძელდება ირანშიც.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში