ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

21 სექტემბერი 2022, 19:27 574 ნახვა

სრული მობილიზაცია რუსეთში. პუტინს გეგმები აერია - ასეთია შეფასება დასავლეთში. ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავდაჯერება შეინარჩუნოს, თუმცა სასოწარკვეთილება უკვე დაეტყო თავად რუსეთს და ამას მოვლენათა ფაქტობრივი განვითარება ადასტურებს. დასავლეთი საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს. ​რუსეთის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ მათ ბრძოლა უწევთ კოლექტიურ დასავლეთთან და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება საკუთარი ტერიტორიების გასამაგრებლად და გასაკონტროლებლად გახდა საჭირო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში