აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას 8 პირი მიიღებს

22 სექტემბერი 2022, 10:48 1704 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობას სულ 8 მსურველი მიიღებს. კონკურსისთვის განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.

დირექტორობის მსურველები არიან:

  • 1. აკაკი ბერიძე;
  • 2. ვლადიმერ ტატიშვილი;
  • 3. ნათია თავდგირიძე;
  • 4. ირაკლი გიორგაძე;
  • 5. დავით ჩხარტიშვილი;
  • 6. ირინა ფუტკარაძე;
  • 7. გიორგი კოხრეიძე;
  • 8. ლაშა მიქაძე.

სამი დღის შემდეგ, დირექტორობის მსურველები კანდიდატებად დარეგისტრირდებიან, მრჩეველთა საბჭო კი მათგან დირექტორს ერთი კვირის ვადაში შეარჩევს. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს  სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.

მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში