გრიგოლ ნარსია სასამართლოზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს - ადვოკატი

22 სექტემბერი 2022, 17:55 1494 ნახვა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია სასამართლოზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. 

ადვოკატ დალი სულაქველიძის თქმით, 
გირაოს უზრუნველყოფად  ბრალდებულის უძრავ ქონებას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, 70 000-დან 100 000 ლარამდე ღირს. ადვოკატის თქმით, ქონება( ნარსიას საცხოვრებელი სახლი)  ამჟამად იპოთეკითაა დატვირთული. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ პირველადი ჩვენება,  რომელიც დაკავებულმა მისცა ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ. განმარტავენ რომ ნარსიას  ჩვენების მიცემისას არ ყოლია ადვოკატი და დოკუმეტს ხელი ისე მოაწერა არ გადაუკითხავს. ამიტომ  უფლებადამცველები  მის ხელახლა გამოკითხვას მოითხოვენ. ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის იურისტი შესაძლო დანაშუალის ჩადენის მოტივად შვილის ჯანმრთელობის და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. 

ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  სამ მუხლს ედავებ: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ტერორისტული აქტი და მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.  წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში