საცობი ვლადიკავკაზიდან საქართველომდე

23 სექტემბერი 2022, 18:05 861 ნახვა

რუსეთიდან მასობრივი გადინებისა  და გრძელი რიგების გამო შეზღუდული გადაადგილებაა ლარსზე. ვლადიკავკაზში ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო საქართველოს საზღვრის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა, - ინფორმაციას გამოცემა Кавказ.Реалии „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უშვებენ მხოლოდ ადგილობრივ ნომრიან ავტომობილებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ მიემართება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით ან საზღვრამდე მიყვანისთვის ადგილობრივ მოსახლეობას ფულს უხდის.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება სიტუაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. უკვე 3 დღეა რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან.

რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყნაში დაძაბული სიტუაციაა და სწორედ ამიტომ ტოვებენ  რუსეთს. მათი თქმით,  რუსეთ -საქართველოს საზღვართან  დაახლობით თერთმეტკილომეტრიანი კილომეტრიანი საცობია.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში