პუტინის ე.წ რეფერენდუმი უკრაინაში

23 სექტემბერი 2022, 20:06 879 ნახვა

ომის 212-ე დღე უკრაინაში. ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშისას განადგურდა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა რუსულ აგრესიას.  გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში კი ამ დროისთვის შეუძლებელია.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 27 საჰაერო იერიში განახორციელა.

რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 391 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 771 კი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში