მრჩეველთა საბჭოს სხდომა

23 სექტემბერი 2022, 17:54 967 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 და 30 სექტემბერს გაიმართება და დირექტორს მრჩეველთა საბჭო 30 სექტემბერსვე შეარჩევს.

დირექტორობის სურვილი თავიდან 8 აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა  მხარი ღია კონკურსში მონაწილე მხოლოდ  5 კანდიდატს დაუჭირეს. 

მათ შორის მაუწყებლის მოქმედ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს და ასევე, აკაკი ბერიძეს, ნათია თავდგირიძეს, ირაკლი გიორგაძესა და დავით ჩხარტიშვილს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში