რა ღონისძიებები გატარდა საქართველოში თამბაქოს მეორადი კვამლის საწინააღმდეგოდ

24 სექტემბერი 2022, 10:10 707 ნახვა

რა ღონისძიებები განხორციელდა 'საქართველოში თამბაქოს მეორადი კვამლის საწინააღმდეგოდ? – 3 წლის ანგარიში პროექტის ავტორებმა ბორჯომში წარადგინეს.

“თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კოალიციები საქართველოსა და სომხეთში'' აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და ემორის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. იგი საქართველოს პარალელურად ასევე ინერგებოდა სომხეთშიც.

პროექტში ჩართული იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც რანდომიზირებული კვლევის საფუძველზე ღონისძიებებს ხულოს მუნიციპალიტეტში ახორციელებდა.

ჩვენს რეგიონში თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემოს შექმნისთვის შესრულებულმა სამუშაომ უცხოელი ექსპერტებისგან მაღალი შეფასება მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში