ზაზა ფაჩულია

17 იანვარი 2017, 00:00 2243 ნახვა

''NBI ALL STAR'' -ის  სასტარტო ხუთეულების გულშემატკივრების მიერ არჩევა დასრულდა. ხმის მიცემა, თბილისის დროით 17 იანვარს, 9 საათზე შეწყდა. გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 ათას 476 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ წელს ”ოლ სტარის”  წესები შეცვალა,  გულშემატკივრების ხმებს მხოლოდ 50%-იანი ძალა აქვს, დანარჩენი კი, 25-25%-ს მედიისა და კალათბურთელების არჩევანზეა დამოკიდებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების სასტარტო ხუთეულის შესახებ შედეგები 19 იანვარს გამოქვეყნდება. "ყველა ვარსკვლავის" მატჩი კი ერთი თვის შემდეგ ნიუ ორლეანში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში