ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოველების“ მდგომარეობა შოკისმომგვრელია

25 სექტემბერი 2022, 10:11 629 ნახვა

აზოვსტალის დამცველების მდგომარეობა მძიმეა. ტყვეობიდან გათავისუფლებული 215 ადამიანიდან უმრავლესობას ანორექსიის უკიდურესი ხარისხი აღენიშნებათ.

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის განცხადებით, მათ დახმარება სჭირდებათ, რადგან ტყვეობიდან გათავისუფლებულ ჯარისკაცებს მძიმე მორალური და ფიზიკური მდგომარეობა აქვთ.

აქვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ. ზოგიერთი მეთაური მოსკოვში ხოლო დანარჩენი პატიმრები დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ოლენევკაში იმყოფებოდნენ.

აზოვის პატრონაჟის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით უახლოეს მომავალში, პატრონაჟის სამსახური სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, მებრძოლების ნაწილს სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის საზღვარგარეთ გაგზავნის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში