იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

25 სექტემბერი 2022, 14:17 614 ნახვა

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს აირჩევენ.

კენჭისყრა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 23:00 საათამდე გაგრძელდება. ხმის მიცემის უფლება თითქმის 51 მილიონ ადამიანს აქვს.

გამოკითხვების მიხედვით, მემარჯვენე კოალიცია ლიდერობს. იმ შემთხვევაში თუ მემარჯვენე კოალიცია ხმათა უმეტესობას მოიპოვებს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იტალიას ულტრამემარჯვენე ლიდერი და ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში