ჟესტური ენის საერთაშორისო დღე ბათუმში

25 სექტემბერი 2022, 17:28 908 ნახვა

ჟესტური ენის  სწავლება და ინტეგრირება - ჟესტური ენის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა ბათუმში.

შეხვედრას სმენის არ მქონე ბავშვები, მათი  მშობლები და საქართველოს ყრუთა კავშირის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

ისინი ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია მეტმა ადამიანმა შეისწავლოს ჟესტური ენა, რათა  ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში