აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში

26 სექტემბერი 2022, 10:11 615 ნახვა

შტატებს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში -  ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენებას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოყვეს, როგორც იმ ქვეყნისთვის ვინც მას გამოიყენებს, ასევე სხვა სახელმწიფოებისთვისაც.

"ჩვენ მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ,  ჩვენ ყველანი ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ რიტორიკას. პუტინს აქვს ნათელი გამოსავალი ომიდან, რომელიც დაიწყო - უნდა დაასრულოს. ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას კატასტროფული შედეგი მოჰყვება - რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რომელიც იყენებს მას - მაგრამ ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ", - განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ის გამოიყენოს. ამავე დღეს, კი ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში