ქართული სპორტის ლეგენდა გარდაიცვალა

26 სექტემბერი 2022, 10:06 584 ნახვა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ძალოსნობისა და ქართული სპორტის ლეგენდა, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან რაფაელ ჩიმიშკიანი. ის 1952 წელს ჰელსინკის მეთხუთმეტე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. იყო  მსოფლიო ორგზის ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი. მსოფლიოს თერთმეტგზის რეკორდსმენი.

სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, სპორტის რაინდი რაფაელ ჩიმიშკიანი 1973 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი იყო, 2021 წლიდან დაარსდა ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის თბილისის ღია ტურნირი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში