ბათუმელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს

26 სექტემბერი 2022, 11:31 1230 ნახვა

ბათუმში დასასრულს უახლოვდება კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 12-წლამდელ გოგონებში ერთპიროვნულად ლიდერობდა კესარია მგელაძე, მაგრამ მე-9 ტურში იგი თეთრი ფიგურებით ინდოელ გუპტა შუბჰისთან დამარცხდა და ლიდერიც მისი კონკურენტი გახდა.

თუმცა ტურნირის დასრულებამდე კიდევ ორი ტური დარჩა და შესაძლოა, ვითარება ბათუმელი მოჭადრაკის სასარგებლოდ შეიცვალოს.

დღეს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში