ლონდონში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

26 სექტემბერი 2022, 10:22 395 ნახვა

ასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონში ირანის საელჩოს შენობის  წინ და ირანში ზნეობის  პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება გააპროტესტა.

დიდი ბრიტანეთის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, როცა აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან მისასვლელი გზა გადაკეტეს, მანამდე კი საელჩოს შენობას  წითელი საღებავი შეასხეს. 

პოლიციამ  ერთი დემონსტრანტი დააკავა. აქციის რამდენიმე მონაწილე ირანის ეროვნულ დროშას აფრიალებდა, რომელიც  1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე გამოიყენებოდა.  ირანში  22 წლის ქურთი ქალის მაჰსა ამინის დაკრძალვის შემდეგ დაწყებულმა  საპროტესტო აქციებმა მთელი  ქვეყანა  მოიცვა. ბოლო დღეებში  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სოლიდარობის აქციები გაიმართა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში   ბრიტანეთისა და ნორვეგიის ელჩები გამოიძახეს და  ქვეყნის საქმეებში  ჩარევისა და საყოველთაო არეულობის მტრული მედიით გაშუქების გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში