გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ აღდგენას მოითხოვენ

26 სექტემბერი 2022, 11:02 576 ნახვა

ასობით გერმანელმა აღმოსავლეთ გერმანიის  ქალაქ ლუბმინში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო  და ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის  მილსადენის  ექსპლუატაციაში ჩაშვება მოითხოვა. ამ გაზსადენით  რუსეთიდან გერმანიაში საწვავის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო, თუმცა რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ  ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის  პროექტი დაიხურა.

„აამოქმედეთ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“, „მთავრობა უნდა გადადგეს“ - ამ შინაარსის პლაკატებით ხელში გამოდიოდნენ დემონსტრანტები.

აქციის ორგანიზატორის მარტინ კლაინის თქმით, გერმანია ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში და შეუძლებელია მისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა და მისი გათბობის გარეშე დატოვება, ეს არ არის ნორმალური პირობები და მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია.

აქციის მონაწილეთა წინაშე უკრაინელი ქალთა ჯგუფი გამოვიდა და  უკრაინაში რუსეთის ომი გააპროტესტა, თუმცა  ისინი ტრიბუნიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში