რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მამაკაცმა სამხედრო კომისარს ესროლა

26 სექტემბერი 2022, 12:38 784 ნახვა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს ესროლეს. ინფორმაციას რუსული მედია, ირკუტსკის გუბერნატორზე იგორ კობზევზე დაყრდნობით ავრცელებს.

იგორ კობზევის ინფორმაციით, დაჭრილი კომისარი მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.

პირი რომელიც კომისარს თავს დაესხა დაკავებულია.

21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში კომისარიატების და გაწვევის სხვა პუნქტების დაწვის 20-ზე მეტი ფაქტი მოხდა. 21 სექტემბრიდან დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში