ჯავშანტრანსპორტიორი ბლოკპოსტის შესაქმნელად არ გაგზავნილა - "FSB"-ი ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედროების გამოჩენაზე

26 სექტემბერი 2022, 16:13 592 ნახვა

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსზე“ ჯავშანტრანსპორტიორი ბლოკპოსტის შესაქმნელად არ გაგზავნილა - ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება "RBC"-ს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოში განუცხადეს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით ჯავშანტრანსპორტიორი მიემართება, რომელიც საზღვარზე წესრიგის უზრუნველსაყოფად არის გამიზნული.

"ჯავშანტრანსპორტიორი იქ ბლოკ-პოსტის დასაყენებლად არ მიგვიყვანია. უხეშად რომ ვთქვათ, ეს რეზერვია, ყოველი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები გამშვები პუნქტის გარღვევას და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტენ ისე, რომ საზღვრის კვეთისთვის აუცილებელ ფორმალობებს არ დაიცავენ. არანაირი ბლოკპოსტის მოწყობა არ იგეგმება", - განმარტეს "ეფ ეს ბეში“.

რუსული მხარე ამბობს, რომ ახლა საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და  სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგები გაჩნდა. 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში