აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი წევრი შეარჩია

27 სექტემბერი 2022, 13:15 705 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე, უსკოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე 5 წლის ვადით, ციალა შავაძე, თამარ ქამადაძე და ზაალ ზაალიშვილი აირჩიეს.

წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა.

უსკოს წევრობა 6 კანდიდატს: ზაალ ზაალიშვილს, სოფიო კახაძეს, დავით ფარტენაძეს, თამარ ქამადაძეს, ციალა შავაძეს და სოფიო შაქარიშვილს სურდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში