რუსეთის ქალაქებში სამობილიზაციო პროტესტი გრძელდება

27 სექტემბერი 2022, 14:39 600 ნახვა

რუსეთში პროტესტის ახალ ფორმებს მიმართავენ. ციმბირში პუტინის ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია  ტრადიციული სიმღერითა და ცეკვით გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების დედები და მეუღლეები იყვნენ. წესრიგის დამცველებმა  24 დემონსტრანტი დააკავეს. დედების აქცია გაიმართა ყაბარდო-ბალყარეთშიც.  ქალაქ ნალჩიკში აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მათთან მისულ რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს ინდრის ტლუპოვს.

ჩინოვნიკმა ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა, სამაგიეროდ  პროტესტის მონაწილეებს სამართლებრივი დევნით დაემუქრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში