ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვართან

27 სექტემბერი 2022, 14:50 649 ნახვა

პუტინის რეზონანსული გადაწყვეტილების გამო რუსეთის დატოვების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. საზღვრებთან რიგები დგას.   

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც ადამიანები ხშირ შეთხვევაში  მანქანებს ტოვებენ და საზღვარზე ფეხით შემოდიან.

გაზრდილი ნაკადების გამო რუსეთი ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან  სამხედრო კომისარიატის გახსნას გეგმავს, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ეს ნიშნავს, რომ პირებს, რომელთაც გაწვევის დოკუმენტი აღმოაჩნდებათ, ქვეყნის საზღვარს ვეღარ გადაკვეთენ.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში