ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევრო გახდა

27 სექტემბერი 2022, 15:18 4387 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევრო გახდა.

21 წლის ქართველის ფასი ერთბაშად 20 მილიონი ევროთ გაიზარდა. ამ მაჩვენებლით ხვიჩა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშე გახდა. ერთთა ლიგის გათამაშებაში კვარაცხელიამ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე C ლიგის საუკეთესო ნაკრები გახდა და ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში ითამაშებს. ჩვენი მეტოქე დღეს გაირკვევა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში