რუსეთის ტერიტორიაზე, "ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან მობილური სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება

27 სექტემბერი 2022, 17:02 583 ნახვა

საქართველოს საზღვართან, "ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან მალე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ოსეთის შსს-მ საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირის შემდეგ მიიღეს.

"შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიღებული ზომების მიუხედავად, ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში