ისტორიული მარნის რესტავრაცია ჩიქუნეთში

27 სექტემბერი 2022, 17:52 871 ნახვა

ისტორიული მარნები მაჭახლის ხეობაში, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთს ე.წ. “ილიას მარანს“ რესტავრაცია უტარდება.

სოფელ ჩიქუნეთში დახურული ტიპის მარანი სპეციალისტების შეფასებით, შუა საუკუნეებით თარიღდება და ამ მხარეში მევენახეობის გავრცელების ტრადიციას უკავშირდება.

ძეგლის რესტავრაცია თვეზე მეტია მიმდინარეობს. სააგენტომ სამუშაოებისთვის 97 ათასი ლარი გამოყო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ძეგლის გამაგრება და მისი ავთენტურობის შენარჩუნება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში