სოლიდარობის ფონდი

17 იანვარი 2017, 00:00 2097 ნახვა

კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. 27 და 28 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შემოსული თანხის ნაწილი, საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. თანხა  22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება. სოლიდარობის ფონდსა და სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე  გაფორმდა. საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა,  დღემდე 352 ბავშვის და ახალგაზრდას მკურნალობა შეძლო.

ამავე კატეგორიაში