ზელენსკიმ ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს ფარსი უწოდა

28 სექტემბერი 2022, 10:53 438 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელზეც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი იყო გატანილი, ახალი ბრალდებებით გამოვიდა.  „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ფარსს რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება ვუწოდოთ“ - განაცხადა ზელენსკიმ  საღამოს ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ   უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თავისი ხალხის დასაცავად, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში