აშშ რუსეთის წინააღმდეგ გაეროში წარსადგენად რეზოლუციას ამზადებს

28 სექტემბერი 2022, 11:01 596 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოში წარადგენს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში  ჩატარებულ რეფერენდუმებს.   

„რუსეთის ფსევდორეფერენდუმი, თუ მას აღიარებენ, გახსნის პანდორას ყუთს, რომელსაც ჩვენ ვეღარ დავხურავთ“ - განაცხადა გაეროში  აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა. რეზოლუციას ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის  დასაწყისში წარადგენენ. 

რუსეთს აქვს რეზოლუციაზე ვეტოს დადების უფლება, მაგრამ თუკი ეს მოხდება, ელჩი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს მოსკოვს მკაფიო  გზავნილი  გაუგზავნოს.  გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელიც წელს 20-ზე მეტჯერ შეიკრიბა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ზომების მიღება, რადგან რუსეთი არის მუდმივი წევრი და   ვეტოს უფლებით სარგებლობს. 

რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ  განაცხადა, რომ რეფერენდუმი ჩატარდა გამჭვირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ  ოკუპირებულ რეგიონებში ეგრეთწოდებული კენჭისყრა იარაღის მუქარის ქვეშ ჩატარდა.

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს წევრებს ვიდეოკავშირით მიმართა და  რუსეთის  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან  გარიცხვისა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში