ხელოვნური კუნძულის მშენებლობა

28 სექტემბერი 2022, 15:00 1367 ნახვა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოებს თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. 

კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად უკვე შექმნილია 2 ჰექტარი ტერიტორია ზღვაში. დასრულდა ზღვის ფსკერის კვლევები. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და თურქეთში.

უწყების ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის მოდინებაზე დაკვირვება.

„ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 2 000 ადამიანი დასაქმდება.

კუნძულზე იგეგმება მაღალი კლასის სასტუმროების, აპარტამენტების, გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეების, ვილების, საგანმანათლებლო დაწესებულების და იახტკლუბის განთავსება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში