ადამიანის უფლებებზე მომუშავე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

28 სექტემბერი 2022, 14:19 741 ნახვა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.  "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კავკასიური სახლი" და "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩრდილოეთ კავკასიელებს დისკრიმინაციული მიდგომის გამო შესაძლოა არ უშვებს ქვეყანაში.

არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებს შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ორგანიზაციები მიმართავენ მთავრობას, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის მაღალი მასშტაბების გათვალისწინებით შექმნას სამუშაო და პოლიტიკური ფორმატები. 

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებენ  შეიმუშავოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საზღვრის კვეთის მარეგულირებელ კანონმდებლობაში თვითნებობის, დისკრიმინაციული მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლო უფლების ხელყოფის რისკებს მაქსიმალურად შეამცირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში